ჩემი თვალით დანახული მათი სამყარო




როდესაც ამ თემის შესწავალა გაადავწყვიტე ვიცოდი გამიჭირდებოდა .თუმცა ადრინდელი გამოცდილება ამაში საკმაოდ დამეხმარ .:) გამახსენდა რომ მოტივაცია და მხოლოდ საქმეზე პიქრი იყო საჭირო.თანაც ამ ბლოგით თითქოს ჩემს სიტყვას ვამბობ. მართალია მასალათა უმეტესობა სხვადასხვა საიტებიდან მაქვს წამოღებული. თუმცა მათ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ.
როგორც თავიდან ვახსენე 2007 წლის უნისეფის კვლევით (რომელიც პატარა წიგნად არის გამოცემული) ბავშვთა სახლებში საკმაოდ სავალალო მდგომარეობა იყო როგორც პირობების მხრივ ასევე პერსონალისაც.
ბავშვებს ზამთარში გაყინულ ოთახებში უწევდათ ყოფნა,რასაც კიდევ უფრო ართულებდა ჩამსხვრეული მინები.(ზოგიერთ საძინებელში)არც ჩასაცმელი ინვენტარი (ზამთარში ტბილი ტანსაცმელია საჭირო) უმსუბუქებდა მათ მდგომარეობას.
რაც შეეხება საკვებს,როგორც თავად ბავშვები ამბობდნენ ხშირად უწევდათ ერთი და იმავე საკვების მიღება.ხოლი და ტკბილეული რა თქმა უნდა მათთვის განცხრომას წარმოადგენდა.ყველაზე სავალალო კი ის არის რომ,მიუხედავათ ბავშვების სატკივარისა და გაჭირვებისა ( ისინი ხომ ყველანი რაღაც გარკვეული მიზეზის გამო მოხვდნენ იქ) არც მომუშავე პერსონალი იყო მათდამი თბილად განწყობილი. ერთი აჟიოტაში იყო ატეხილი იმ დროს წყნეთის ბავშვთა სახლის დირექტორის ქმედებაზე . ( ის გოგონებთან არაკეთილდამოკიდებულებაში იყო შემჩნეული)
როგორც უნისეფის კვლევა ადასტურებდა საჭირო იყო მნიშვნელოვანი რეფორმები,რათა აღმოფხვრილი ზ.ხ პრობლემები და ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულიყო.


როგორც სახალხო დამცველის კვლევა ამბობს და სტატისტიკას მკვეთრად ნათელყოფს ამას, ბავშვთა სახლებში ბავშვების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს? საინტერესოა რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
ჩემი გამოკითხვიდან უმეტესობას მიაჩნდა რომ ეს მატერიალური მხრიდან მომდინარეობდა. რადგან საქართველოშიი მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია მათ უმეტესობას არ გააჩნია სააესებო მინიმუმუც კი, ამიტომ ისინი იძულებული ხდებიან ბავშვები "უკეთეს პირობებში" გაუშვან . ასეთი მშობლები აღიარებენ. რომ ამით მათ შვილებს საჭმელი მაინც არ მოენატრებათ და თავიანტი შვილების შიმშილს არ უყურებენ.
როგორც რუსთავის ბავშვთა სახლის მომუშავე პერსონალმა მითხრა (მაინტერესებდა ხალხის აზრს რამდენად დაემთხვეოდა სინამდვილე) ბავშვთა სახლებში ბავშვები სხვადასხვა მიზეზებით მიყავთ. შეიძლება იყოს ის რომ მშობელს უბრალოდ არ სურდეს შვილი( ჩვილის შემთხვევაში) ანდაც ბავშვი მეურვის გარეშე აღმოჩნდეს მაგრამ როგორც მან განაცხადა ძირითად მიყავთ ბავშვები სოციალურად დაუცველი ფენებიდან. ძირითადად იმ მიზეზით რომ ვერ ინახავენ ბავშვებს და იმ მინიმუმსაც კი ვერ აძლევენ რაც მათთვის ესოდენ საჭიროა.


რამდენად უზრუნველოყვს ბავსვთა სახლებს სახლემწიფო დაფინანსებით?
ბავშვთა სახლები როგორც ვიცით სახლემწიფოსგან ფინანსდებიან.როგორი ვითარებაა დღეს ბავშვთა სახლებში? როგორც მე გავარკვიე,ის ვაბშვთა სახლები რომლებსაც საეკლესიო პირები უძღვებიან საკმაოდ კარგ პირობებში არიან .თუმცა ჩვეულებრივ ბდაწესებულებასი არც ისე კარგი მდგომარეობაა.მიუხედავად იმისა რომ ისინი იუსეიდისგანაც ფინანსდებია.მაგ. დიღმის ბავშვთა სახლში მხოლოდ რამდენიმე ოთახია თანამედროვე სტანდართებით უზრუნველყოფილი, დანარჩენი კი არა.თუმცა როგორც ბავშვებმა აღნიშნეს მომუსავე პერსონალი საკმაოდ თბილი და მზრუნველი ყავთ და შეკითხვაზზე რამდენად უყვართ ის საკვები რასაც იცინი მიირთმევენ არნეს რომ მოსწონთ.


რუსთავის ბავშვთა სახლის ეზოში კი სანამ შევიდოდი ატირებული პატარა ბიჭი დავიანხე, ისე გულამოსკვნილი ტიროდა გული დამეწვა .როდესაც მიზეზი ვკითხე,მიმითითა ქალზე რომელიც სამრეცხაოში იყო და მითხრა ამის გამო ვტირი მაწყენინაო. (ის ქალი ისეთი თვალებით მიყურებდა მეც შემეშინდა)
დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი,თუმცა დიდი გულთბილი პერსონალის სახე ნამდვილად არ დაუტოვია.თუმცა ეს იმარს არ ნიშნავს რომ სხვებიც ასეთები არიან.
ამ ბავშვს გამოველაპარაკე,როგორც მითხრა გიორგი ერქვა და 3 წლიდან იქ იზრდებოდა.(7ის იყო) აღნიშნა რომ დედამისი კვირაში 2 ჯერ მაინც მოდის მასთან და ცდილობს ყოველთვის რაიმე გემრიელი მოუტანოს.ხანდახან სახლშიც მიყავს. მაინტერესებდა თუ რას მიირთმევდა ხოლმე იქ და როგორც მითხრა მათ რაციონში მაკარონი,ჩაი,ბრინჯი ფაფა და სხვადასხვა ბურგულეული შედიოდა.ხორცსაც მიირთმევენ თურმე ისანი.

როგორც ზ.ხ.ს ქალისგან შევიტყვე დღეში საშუალოდ ბავშების კვებაზე იხარჯება 5-დან 10-ლარამდე.რაც თურმე სრულიად საკმარისია.რადგან,მათ უწევთ დიდი რაოდენობის საკვების გაკეთება და ძირითადი რაც შედარებით ძვირია ეს არის ტკბილეული და ხილი ( მოგეხსენებათ ერტი ფოჩიანი კამფეტი არცერთ ბავშვს არ აკმაყოფილებს) .




რამდენად მიზნობრივად იხარჯება ის თანხები რაც ბავშვთა სახლებისთვის არის გამოყოფილი?
როგორც გავარკვიე ბავშვთა სახლებისთვის საკამო თანხაა გამოყოფილი.მაგრამ როგორც ჩანს სხვადასხვა დაწესებულებებში სხვადასხვა პრობლემებია.თანაც ისეთი, რომელიც არ უნდა იყოს.გათბობა, ტანსაცმელი,ჰიგიენური ინვენტარი, საკვები,ელ. გაყვანილობა და სხვა.
საინტერესოა თუ კი თაქნხა საკამრისა მაშინ სად მიდის და რატომ არ ხმარდება ის ბავშვებს და მათ ინტერესებს?

ირღვევა თუარა ბავშვების უფლებები?
სულ თავიდან აღვნიშნე პატარა გიორგის ტირილის მმიზეზი, გამახსენდა ერთ-ერთი სიუჟეტი რომელიც დეკემბერში გაშუქდა სხვადასხვა არზებზე სადაც საუბარი იყო წყნეთის ბავშვთა სახლში მომხდარ ფაქტზე.ბავშვებმა ომბუცმენთან ისაუბრეს ( საუბარი საკმაოდ დამაფიქრებელი იყო )
და როდესაც ომბუცსმენმა გააშუქა მათი საუბრის თემა წყნეთის ბავშვთა სახლში მცხოვრები აღსაზრდელები დასაჯეს.ატყდა ერთი დავიდარაბა, ომბუცმენმა მისცა თუარა ფული ბავშვებს რათა მათ მიეღოთ ესა თუ ის ინფორმაცია თუ ბავშვებს სპეციალურად ათქმევინებს დაწესებულების მმართვეელბმა (ძალადობის შემდეგ) ის რაც ამ ფაქტის შემდეგ იყო.
ეს ყველაფერი საკმაოდ დამაფიქრებელია ჩემთვის და ვფიქრობ რომ მედია ამას უფრო დიდი ყურადრებით უნდა ეკიდებოდეს და ცდილობდეს რაც შეიძლება დაჭვრილებით გადმოიცეს ეს თუ ის ინფორმაცია.
შევეცადე გამერკვია (საკმაოდ რთული აღმოჩნდა) რადმენად ხშირია მათი დასჯის და სხვადასხვა საშინელი ზომების მირება. არ ვიცი,მაგრამ მგონი ბავშვებმა სიმართლე მითხრეს და ძალიანაც იუარეს.აცხადებდნენ რომ მათ ძალიან უყვართ თავიანთი აღმზრდელები.


პროგრესი..............

პირადად ჩემი მოსაზრება ასეთია. მიეხედავად იმისა რომ დღეს არ არის გადასარევი მდგომარეობა ბავშვთა სახლებში, პროგრესი მაინც სეიმჩნევა.აღმოფხვრილია მრავალი პრობლემა,მე არ ვამბობ იმას რომ პრობლემები აღარ არის.ეს იმდენად რთული საკითხია რომ საკმაოდ დიდ ხანი დაჭირდება ამ საკითხის სრულიად გამოსწორებას.თუმცა ძვრები რომ აშკარაა ამას სტატიებიც და ჩემი კვლევაც აჩვენებს.
პრობლემათა აღკვეთა ისევ ჩვენზე ადამიანებზეა დამოკიდებული.როგორც დავინახე ხალხი არც ისე ინფორმირებულია,ამიტომ საჭიროა ამ საკითხის კიდევ უფრო მეტად წინ წამოწევა.ისეთი პერსონალის შერჩევა რომელსაც თავისი საქმე სრულიად ექნება გაცნობიერებული და შეგნებული,რადგან ასეთ ადამიანებს უწევთ მუშაობა ბავშვებთან რომლებსაც გაცილებით მეტი სითბო და ყურადღება სჭირდებათ და არა პირიქით.